თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად საოჯახო ნივთები დაიწვა
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად საოჯახო ნივთები დაიწვა

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად საოჯახო ნივთები დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში პირველ არხს განუცხადეს, საოჯახო ნივთები საცხოვრებელი კორპუსში, 30-40 კვ.მ.-ზე დაიწვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.