საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თაოსნობით ჭადრაკის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეების საპატივცემულოდ დედოფლების ბაღი გაშენდება.
8 მარტს პირველი ნერგები ქართული ჭადრაკის ლეგენდებმა, მაია ჩიბურდანიძემ, ნანა ალექსანდრიამ, ნანა იოსელიანმა, ნინო გურიელმა და ნანა ძაგნიძემ დარგეს.
ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.