თბილისში ცნობილი ქართველი მოჭადრაკეების სახელობის ბაღი გაშენდება

16:52, 08.03.2019

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თაოსნობით ჭადრაკის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეების საპატივცემულოდ დედოფლების ბაღი გაშენდება.

8 მარტს პირველი ნერგები ქართული ჭადრაკის ლეგენდებმა, მაია ჩიბურდანიძემ, ნანა ალექსანდრიამ, ნანა იოსელიანმა, ნინო გურიელმა და ნანა ძაგნიძემ დარგეს.

ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

მსგავსი