თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა #1TVSPORT 
თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა #1TVSPORT 

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში.

ქალთა შორის გათამაშების ერთპიროვნული გამარჯვებული ნინო ბაციაშვილი გახდა, რომელმაც 13-დან 11 ქულა მოაგროვა და მას ნინო გურიელის თასი გადაეცა.

მეორე ადგილზე 10,5 ქულით მერი არაბიძე გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილები კი, დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით, ლილე ქორიძემ და სოფიო გვეტაძემ გაინაწილეს.

ვაჟთა შორის 10,5 ქულით პირველობა გიგა ყუფარაძემ იზეიმა, 9,5 ქულით კი მეორე-მეოთხე ადგილები მერაბ გაგუნაშვილმა, თორნიკე სანიკიძემ და ლუკა პაიჭაძემ გაინაწილეს.