თბილისში ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი გაიხსნა. სამდღიან ღონისძიებაში 1000-მდე დელეგატი მონაწილეობს.
ფორუმის გახსნას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ესწრებიან.
სამიტის მთავარი გამომსვლელები არიან: ჯიჰან ვუ, ბიტმეინის თანადამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი; როჯერ ვერი, Bitcoin.com-ის აღმასრულებელი დირექტორი და ამაური საჩეტი, ბიტკოინ ABC-ის დეველოპერი და ბიტკოინ ქეშის წამყვანი დეველოპერი.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, რადგანაც საქართველო რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტომაინერია, იდეალური ადგილია ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტის გასამართად.