საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკვირაო სკოლა მოეწყობა. ამის შესახებ ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ განაცხადა, რომელმაც დღეს, თბილისის საკრებულოს დარბაზში, ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია გამართა.
მისი თქმით, პროექტები სამი მიმართულებით განხორციელდება, მათ შორისაა მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლის მოწყობა, ასევე, ჩატარდება საჯარო ლექციები ეკოლოგიისა და მცენარეთა მრავლფეროვნების შესახებ.
გარდა ამისა, ბოტანიკურ ბაღში სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილია სასწავლო-შემეცნებითი ტურების ორგანიზება.
საგანმანათლებლო პროექტები 2018 წლის მაისიდან, თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდება.
პრეზენტაციას საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.