თბილისში ბიოტუალეტებთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია პროექტს უახლოეს მომავალში განახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიოტუალეტებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გამოცხადებულ ტენდერში ერთ-ერთმა კომპანიამ გაიმარჯვა.
თბილისის მერის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიას აქვს ვალდებულება, უახლოეს პერიოდში თბილისის მასშტაბით ახალი პროექტი განახორციელოს და ბიოტუალეტები დაამონტაჟოს.
„გამოცხადებული იყო ტენდერი. არის კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა და ვალდებულებაც აქვს აღებული ბიოტუალეტების პროექტის შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს პროექტი უახლოეს მომავალში განხორციელდება”,- განაცხადა კახა კალაძემ.