თბილისში ბელარუსის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს ბიზნესსექტორს შეხვდა
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ბელარუსის სახელმწიფო დელეგაცია, ბელარუსის ვიცე-პრემიერის მიხეილ რუსის ხელმძღვანელობით საქართველოს ბიზნესსექტორს შეხვდა.
შეხვედრაზე ბელარუსსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. სტუმრების მხრიდან გაკეთდა მოხსენებები შემდეგ თემებზე:
ბელარუსის საექსპორტო პოტენციალი სასოფლო-სამეურნეო, მანქანათმშენებლობისა და საავტომობილო მიმართულებით.
ასევე ბელარუსის საინვესტიციო შესაძლებლობები კვების მრეწველობის მიმართულებით.
შეხვედრა საქართველოში ბელარუსის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო ბიზნეს კავშირების მხარდაჭერაა.