თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.