თბილისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მას ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სკოლის მასწავლებელი იყო.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.