თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ფეხით მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა.
ახალგაზრდა მამაკაცი შეჯახების შედეგად დაიღუპა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უწყების ცნობით, მძღოლის ვინაობა დადგენილია.