თბილისში ავტობუსების შემოყვანაზე დედაქალაქის მერია ახალ ტენდერს გამოაცხადებს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანაზე დედაქალაქის მერია ახალ ტენდერს გამოაცხადებს.
როგორც კალაძემ განაცხადა, კომპანია, რომელმაც მანამდე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, დისკვალიფიცირებულია, რადგან შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა.
„ჩვენ საკუთარ თავს ვერ მივცემდით უფლებას, რომ გარკვეული ხარვეზებით მიგვეღო ეს ტენდერი, ამიტომ რამდენიმე დღეში ისევ გამოცხადდება და დაახლოებით ათ დღეში ეს პროცესი უკვე დასრულდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.