თბილისში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩებზე ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაცია დაიწყო [ვიდეო]
თბილისში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩებზე ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაცია დაიწყო [ვიდეო]

თბილისში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩებზე ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაცია დაიწყო.

რესტავრატორები და კონსერვაციის სპეციალისტები აღდგენით სამუშაოებს მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხატულ ორ სადარბაზოში ატარებენ.

ორივე სადარბაზოს კონსერვაციაზე ჯამში 486 791 ლარია გამოყოფილი.

სადარბაზოების რეაბილიტაციას, პროექტ „ახალი თბილისის“ ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.