თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა მარჯანიშვილის მეტროსთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრის სავარაუდო მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ცხელ კვალზე ერთი პირია დაკავებული.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.