თბილისში ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - „მოითხოვე ქართული“ იმართება
თბილისში პროექტ „მოითხოვე ქართულის“ ფარგლებში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
გამოფენაზე მისულ სტუმრებს 50-მდე კვებითი პროდუქტისა და სასმელის დაგემოვნება და შეძენა შეუძლიათ.
პროექტის მიზანი საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიცაზია და მცირე მეწარმეებისთვის ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობაა.