თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმს ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე დაესწრება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივები“ ერთ-ერთი სპიკერი ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ციან ქემინგი იქნება.
სამინისტრო ციან ქემინგის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ციან ქემინგმა პროფესიული საქმიანობა 1987 წელს დაიწყო და შეუერთდა ჩინეთის დემოკრატიულ ლიგას.
იგი ფლობს აგრონომის ბაკალავრის ხარისხს ანჰუის სოფლის მეურნეობის კოლეჯიდან, გენეტიკისა და მეცხოველეობის მაგისტრის ხარისხსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან.
ქემინგი წარმატებით მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის თანაშემწედ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების კორპორაციის გენერალურ მენეჯერად, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამრეწველო განვითარების ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილედ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკისა და განვითარების ინსტიტუტის დოქტორანტურის საფეხურის გენერალურ დირექტორად და ზედამხედველად.
2005 წელს იგი დაინიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის ხელშეწყობის ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
2008 წლის სექტემბერში ციან ქემინგიგახდასოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზრის განვითარებისა და ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი და შემდგომში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარების დაგეგმვის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი (ასევე ეროვნული სასოფლო-სამეურნეო რესურსების დაგეგმვის ოფისის დირექტორი).
2013 წლის დეკემბერში გახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი ეკონომისტი, ხოლო 2015 წლის აპრილში დაინიშნა ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ.
ქემინგი იყოჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-11 და მე-12 ეროვნული კომიტეტის მუდმივმოქმედი წევრი და ჩინეთის დემოკრატიული ლიგის ცენტრალური კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.