თბილისში, ავლაბარში, მარტყოფის ქუჩაზე მდებარე 98-ე საჯარო სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგებიც.
უკავშირდებოდა თუ არა სკოლაში ჩატარებული შესაბამისი მოქმედებები ტელეგრამარხებში გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს, ამაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
სამართალდამცველებმა 98-ე სკოლაში მუშაობა უკვე დაასრულეს.