თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, 51-ე სკოლის პირველ სართულზე, კიბის უჯრედში, სკოლის ინვენტარს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში პირველ არხს განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია.
არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.