ფართების დაკანონების პროექტის ფარგლებში, თბილისში საცხოვრებელი სახლები დღეს 20 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აქედან 18 ოჯახი ჭიჭინაძის ქუჩაზე ცხოვრობს, ერთი – ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში და ერთი – ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში.
„ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – ფართების დაკანონება, როდესაც ადამიანები წლების განმავლობაში საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ძალიან ბევრ ოჯახს მივეცით შესაძლებლობა და დავუკანონეთ ფართები. დღეს კი, დაახლოებით 20 ოჯახს გადაეცემა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საცხოვრებელი სახლები“, – განაცხადა კახა კალაძემ და ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა.