თბილისში, შარდენზე მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება.
ქართული ღვინის მწარმოებლები, მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ.
ფესტივალის სტუმარს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონების სხვადასხვა ჯიშის ღვინოები. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა სახის პერფორმანსი.
ფესტივალის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდა.