თბილისსა და ზუგდიდში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამატებით 10 ადგილზე ამოქმედდა
თბილისსა და ზუგდიდში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამატებით 10 ადგილზე ამოქმედდა

2018 წლის 10 დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თბილისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი სექციური რადარები კიდევ 10 ადგილზე აამოქმედა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ჯამში 88 სიჩქარის მზომი სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საავტომობილო გზის 319 კმ. კონტროლდება.

ახალი სექციური რადარების მდებარეობა:

თბილისი:

1. ვარკეთილი, ვ. კუპრაძის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) – თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

2. თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) – ვარკეთილი, ვ. კუპრაძის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

3. თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) – მუხრანის ქუჩამდე (თბილისის ზღვის სასაფლაო), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

4. მუხრანის ქუჩიდან (თბილისის ზღვის სასაფლაო) – თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

5. მუხრანის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ჩასასვლელი) – ვანათის ქუჩამდე (თბილისის ზღვის მოედანი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

6. ვანათის ქუჩიდან (თბილისი ზღვის მოედანი) – მუხრანის ქუჩამდე (თბილისის ზღვის სასაფლაო), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

7. კახეთის გზატკეცილი მ. გრიგორაშვილის ქუჩის კვეთიდან (ქალაქის გასასვლელი) – კახეთის გზატკეცილი ი. იუმაშევის ქუჩის კვეთამდე (ქალაქის გასასვლელი ლილოს დასახლება), ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

8. კახეთის გზატკეცილი ი. იუმაშევის ქუჩის კვეთიდან (ქალაქში შემოსასვლელი ლილოს დასახლება) – კახეთის გზატკეცილი მ. გრიგორაშვილის ქუჩის კვეთამდე (ქალაქში შემოსასვლელი), ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი:

9. თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 320-ე კმ-დან (ზუგდიდი, სოფ. ცაიში) – თბილისის-სენაკი-ლესელიძის 325-ე კმ-მდე (ზუგდიდი სოფ. ჭითაწყალი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

10. თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 325-ე კმ-დან (ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყალი) – თბილისის-სენაკი-ლესელიძის 320-ე კმ-მდე (ზუგდიდი, სოფ. ცაიში), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.