თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის ექვსი ახალი სექცია ამოქმედდა
თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის ექვსი ახალი სექცია ამოქმედდა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ექვსი ახალი სექცია ამოქმედდა.

შინაგან საქმეტა სამინისტროს ცნობით, ეს სექციებია: 1. თბილისი, ზემო ფონიჭალა – მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრიდან მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მესამე კილომეტრამდე (ლევან ღოღობერიძის ქუჩის კვეთამდე), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

2. თბილისი, ზემო ფონიჭალა – მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მესამე კილომეტრიდან (ლევან ღოღობერიძის ქუჩის კვეთიდან) მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

3. რუსთავი – თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრისა და ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთიდან – ნიკო ლომოურის ქუჩის N1-მდე (შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ), ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ;

4. რუსთავი – ნიკო ლომოურის ქუჩის N1-დან (შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ) თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრისა და ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ;

5. რუსთავი – თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრიდან თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;

6. რუსთავი – თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრიდან თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ.

სამინისტროს ინფორმაციით, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 982 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.