თბილისს 20-მდე წამყვანი გერმანელი და ავსტრიელი ბლოგერი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ჟურნალისტი ესტუმრება
თბილისს 20-მდე წამყვანი გერმანელი და ავსტრიელი ბლოგერი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ჟურნალისტი ესტუმრება

თბილისს 20-მდე წამყვანი გერმანელი და ავსტრიელი ბლოგერი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ჟურნალისტი 24-26 მაისს ესტუმრება. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია სტუმრობის ჩართულობით სხვადასხვა აქტივობებიც.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, გერმანულენოვანი ტელე, ბეჭდური და სოციალური მედიის წარმომადგენლები ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნობიან.

უცხოელი ჟურნალისტები დაათვალიერებენ წიგნის მუზეუმს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ეროვნულ მუზეუმსა და გალერეაში დაცულ უნიკალურ კოლექციებს. დაესწრებიან საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. სტუმრები ასევე მოინახულებენ მცხეთას.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში თბილისს 40-მდე ცნობილი გერმანულენოვანი ჟურნალისტი ეწვევა. პრეს-ტურების მიზანია, ქართული ლიტერატურისა და ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მიმართ გერმანულენოვანი მედიის ინტერესის კიდევ უფრო გაზრდა.