თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მაშველები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეხანძრე-მაშველები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.
პრევენციის მიზნით, ძველი თბილისის ტერიტორიაზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
„დამატებულია სამაშველო ჯგუფები მტკვარზე – სამი სწრაფმავალი კატერი თბილისობის ღონისძიებების პერიმეტრზე შეუჩერებლად მოახდენს პატრულირებას. ასევე, დამატებით მობილიზებულია სკუტერი.
მეხანძრე-მაშველები თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სასიამოვნო უქმეებს უსურვებენ“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.