თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისობის დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დედაქალაქში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია. მოძრაობა აიკრძალება აკრძალულია ევროპის მოედანზე, ასევე მეტეხის ხიდზე. მოძრაობა აკრძალულია აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელია თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.
ასევე, მოძრაობა დაიკეტა რესპუბლიკის მოედანზე. რუსთაველიდან მოძრავი ნაკადი მოძრაობს რესპუბლიკის მოედნის გავლით კოსტავას ქუჩის მიმართულებით, ხოლო მელიქიშვილი კოსტავას ქუჩიდან მომავალი ნაკადი – ელბაქიძის დაღმართის გავლით სანაპიროს მიმართულებით. აგრეთვე მოძრაობა შეზღუდულია ახვლედიანის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე სრულად არის დაკეტილი ბარათაშვილის მარცხენა პანდუსი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.
დღეს, 6 ოქტომბერს, 9:00 საათიდან 23:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც განლაგებული იქნება შინდისი-ოქროყანის გზაჯვარედინზე.
შსს-ში განმარტავენ, რომ მოძრაობა სრულად აღდგება თბილისობის დღესასწაულის დასრულებისთანავე.
დედაქალაქში თბილისობას 6 და 7 ოქტომბერს ზეიმობენ.