თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ცეცხლი გამხმარ ბალახსა და ბუჩქებს მოეკიდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია ერთი ჰექტარი ფართობი ტერიტორია.
ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.