თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ და „მსოფლიო დასუფთავების დღე“ ტარდება.
დასუფთავების აქცია პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში იმართება. კამპანიაში მონაწილეობას იღებს საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი ორგანიზაციების „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ და „საქართველო მწვანეთა მოძრაობის“ ორგანიზებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში დასუფთავების კამპანია საქართველოში წელიწადში ოთხჯერ იმართება.