თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი სამ პაციენტს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება ზღვის ჰოსპიტალში 17:00 საათზე გაკეთდება.
შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 882-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელდა 724 პაციენტი.