გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 7 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფერმწერთა ქუჩებზე დენი 10:00 საათიდან 21:00 საათამდე შეწყდება.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია საბურთალოს, ცინცაძის და პეტრე იბერის ქუჩებზეც შეწყდება. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეიზღუდება სოფელ დიღომში.
ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის გამზირის და ბაქოს ქუჩის მცხოვრებლებზე. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ჩხეიძის, აბაშიძის, უზნაძის, მარჯანიშვილის, ჩიტაიას, ჩანჩიბაძის და საბჭოს ქუჩებს.
სამგორის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, სამგორი II დასახლების II ქუჩის, სამგორის დასახლების, ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გახოკიძის, მაისურაძის, თვალჭრელიძის, ბერიაშვილის და დამპალოს ქუჩების მცხოვრებლებზე.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვარკეთილის დასახლების და ვარკეთილი-3 ზემო პლატოს აბონენტებს. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება პეტრიწის (ნაწილობრივ) და ფიროსმანის (ნაწილობრივ) ქუჩებზეც.
გლდანის რაიონში, ქერჩის, გმირ კურსანტთა, სხვიტორის და ხანძთელის ქუჩებზე დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის და არალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, დაბა შინდისის მოსახლეობას დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება დაბა კიკეთის მოსახლეობას.
ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა ნაწილობრივ გავრცელდება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ მეტეხის აღმართის, მეტეხის, ჩეხოვის, რუისის და ჯორბენაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.