თბილისის შემოსავლელი გზის მე-15 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა
თბილისის შემოსავლელი გზის მე-15 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.