თბილისის სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი 2.52-2.54 ლარის ფარგლებში მერყეობს
თბილისის სავალუტო ჯიხურებში, ამ დროისთვის, დოლარის კურსი 2.52-2.54 ლარის ფარგლებში მერყეობს, ევროსი კი – 2.87-2.90 ლარის ფარგლებში.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2.5339 ლარია, ევროს ოფიციალური კურსი კი, 2.9061 ლარი. წინა დღის მონაცემებით, დოლარის ოფიციალური კურსი 2.4687 ლარი, ევროსი კი, 2.8622 ლარი იყო.
ექსპერტები ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზად თურქეთსა და რუსეთში არსებულ ვითარებას ასახელებენ. თურქული ლირა და რუსული რუბლი გაუფასურდა, რასაც გავლენა აქვს საქართველოზეც.