თბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებსა და კომპანიას შორის მოქმედ შეთანხმებას აქვეყნებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებსა და კომპანიას შორის მოქმედ შეთანხმებას აქვეყნებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებსა და კომპანიას შორის მოქმედ შეთანხმებას აქვეყნებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ააიპ „ერთობა 2013“-ს შორის რამდენჯერმე დაიდო კოლექტიური ხელშეკრულება.

მათ შორის: 2014 წლის 30 მაისს; 2016 წლის 28 აპრილს; 2016 წლის 24 მაისს; საბოლოოდ 2017 წლის 31 მაისს; ამ უკანასკნელის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებულია:

1. გადაუხადოს საწარმოში დასაქმებულ კავშირის წევრს დანამატის სახით: მძიმე (50ლ) და მავნე (70ლ) საშიშპირობებს მიკუთვნებულ თანამდებობებზე დასაქმებულებს;

2. საკვალიფიკაციო კლასებისათვის პირველი – 100ლ; მე-2-70ლ; მე-3-50ლ;

3. თანრიგებისათვის

​ 4. წელთა ნამსახურება (2016 წლიდან);

5. ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკისათვის“ ღამის საათებში საწარმოს ტერიტორიაზე გტარებული პერიოდისათვის – ფულადი დანამატი – 10 ლ; (2014წ-ის მაისიდან);

6. აქვთ უფასო დაზღვევა;

7. გარდაცვალების შემთხვევაში გასცეს 1000 ლარის ოდენობით დახმარება;

8. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დამატებით 5-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება

9. ასევე უნაზღაურებს ავტობუსის მომსახურების საფასურს 375 ლარის ოდენობით;

10. დაოჯახების შემთხვევაში ეძლევათ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და ფულადი საჩუქარი 250 ლარის ოდენობით;

11. ბავშვის დაბადების შემთხვევაში ფულადი საჩუქარი 375 ლარი;

12. თავისუფალი დღით სარგებლობა (day off)

13. ღამის საათების ანაზღაურება (22:00-06:00 საათამდე) საათობრივი ტარიფის (8,65) 20%-იანი დანამატით; (2016 წლიდან);

14. სადღესასწაულო ფულადი საჩუქარი – დაახლოებით 250 ლ (2016 წლიდან);

15. მეცამეტე ხელფასი – 100% (სავალდებულო წესით გაიცემა 2016 წლიდან); მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკა 2013-2017 წლების მიხედვით:

 

პოზიცია 2013 2014 2015 2016 2017
მემანქანე ინსტრუქტორი 1,824 1,962 1,968 2,046 2,158
ხაზის მემანქანე 1,605 1,700 1,730 1,794 1,827

 

 

2013-დან 2017 წლის მდგომარეობით, მემანქანეების საშუალო შემოსავლების შესახებ:

• 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ყოველთვიური ფიქსირებული ფულადი დანამატი საკვალიფიკაციო კლასების მიხედვით:  პირველი კლასი – 100 ლარი;  მე-2 კლასი – 70 ლარი;  მე-3 კლასი – 50 ლარი;

• 2014 წლის 1 მაისიდან დაწესდა ფიქსირებული ფულადი დანამატი 10 ლარის ოდენობით ყოველ ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკზე“ (მემანქანეები რჩებიან საწარმოს ტერიტორიაზე, რათა დილით უზრუნველყონ მოძრავი შემადგენლობის ხაზზე გაყვანა)

• 2016 წელს მაისის თვეში დაწესდა წელთა ნამსახურების დანამატის გაცემის წესი;

• 2016 წლის მაისის სექტემბრიდან ამოქმედდა ღამის საათების (22:00-06:00) ანაზღაურების წესი მოქმედი ტარიფის 20%-იანი დანამატით;

• 2016 წლიდან სავალდებულო წესით გაიცემა სადღესასწაულო დანამატი წელიწადში ორჯერ (აღდგომას -250 ლარი დარიცხული; წინა საახალწლოდ – ერთი თვის ხელფასი) 2014-2015 წლებშიც გაიცა სადღესასწაულო დანამატი, თუმცა ეს არ იყო სავალდებულო წესის თანახმად“, – აღნიშნულია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ხელშეკრულებაში.