თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები დღეს უფასოდ იმოძრავებენ
აღდგომის დღესასწაულთან და საფლავთა კურთხევის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები დღეს უფასოდ იმოძრავებენ.
ავტობუსის დროებითი მარშრუტები 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.
ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
აღნიშნულ მარშრუტებზე ავტობუსები მოქალაქეებს გუშინაც უფასოდ ემსახურებოდა.