თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „მოძრაობა შეცვალე“ აქცია-პერფორმანსს მართავს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „მოძრაობა შეცვალე“ აქცია-პერფორმანსს მართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „მოძრაობა შეცვალე“ აქცია-პერფორმანსს მართავს. ისინი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ პირებს სოლიდარობას უცხადებენ.

მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციებზე სამოქალაქო აქტივისტებს უკანონოდ აკავებენ, რაც უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება პროცესს, ადვოკატ გიორგი მახარაძის განცხადებით, დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე უნდა გამოუშვან.