თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა გიგი უგულავა დააკავეს.
ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციელებმა სასამართლოსთან შეკრებილ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სთხოვეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ.
ამასთან, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა.
7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.