თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოს ეზოში აქციას მართავენ. მათ შენობიდან გამოსულ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს პროცესის გადავადების შუამდგომლობის განმარტება მოსთხოვეს.

აქციის მონაწილეები მას „პრეზიდენტის მკვლელს“ ეძახდნენ.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ტერიტორია საპატრულო პოლიციისა და მანდატურის სამსახურის დახმარებით დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

მოსამართლემ სხდომაზე წაიკითხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილი, რომლის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.

შემდეგი პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება.