თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საჩივრის განხილვა იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საჩივრის განხილვა იწყება.
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, რომელიც ამჟამად წინასაექსტრადიციო პატიმრობაშია, ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
2017 წლის ივნისს ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა.
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა მაისში შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია. გამოძიების ინფორმაციით, თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება.
სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 გაიმართება.