თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულების – გიორგი ნარიმანიძის, ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვს.
დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.
ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალდებულებს – გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.