თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის ახალი შენობა გაიხსნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის ახალი შენობა გაიხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის ახალი შენობა გაიხსნა. ახალი შენობის გახსნას მოსამართლეები, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და საბჭოს მდივანი დაესწრნენ.

ახალ შენობაში 24 დარბაზია, მათ შორის ერთი დიდი დარბაზი სამეწარმეო დავებისთვის. ახალ შენობაში მოეწყო აპარატის 28 სამუშაო და 42 მოსამართლის ოთახი.

სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასამართლოს ეზოს კეთილმოწყობაც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ახალი შენობა დამატებით სივრცეებს შექმნის მოსამართლეებისთვის სამუშაოდ. მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისთვის ხუთ მილიონზე მეტი დაიხარჯა.