თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი 7-8 მარტის საპროტესტო აქციებში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და 2 500-2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 7-8 მარტის საპროტესტო აქციებში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და 2 500-2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობაში ედავებოდა.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, მოსამართლე მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას დაეყრდნო, ვიდეოკადრებში ჯაფარიძისა და მოსიაშვილის სამართალდარღვევა არ იკვეთებოდა.
დადგენილების ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტილებას 10-დღიან ვადაში გაასაჩივრებენ.