თბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისთვის ბრალდებული იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთში იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ, „ბიბისის“ რუსული სამსახური ბრალდებულის ადვოკატზე ივანე ნორაკიძეზე დაყრდნობით წერს. დაცვის მხარე ექტსრადირების გადაწყვეტილების გასაჩივრებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში გეგმავს.
„მისი ექსტრადირება რუსეთში შეუძლებელია, რადგან იქ მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები“, – განაცხადა „ბიბისისთან“ საუბარში ნორაკიძემ.
იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალი ედება თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა. ამავე დროს, „ბიბისის“ ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ 28 წლის სუმბაევს კავშირი აქვს მოსკოვის ოლქში ადვოკატ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან.
კერძოდ, რუსეთის საგამოძიეო კომიტეტში მიიჩნევენ, რომ სუმბაევი ჰაკერთა ჯგუფს ხელმზღვანელობდა, რომლებიც რუსეთის რკინიგზის ბილეთების გაყიდვით დაკავებული კომპანიების ფოსტას ტეხდნენ, ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან თაღლითური გზით თანხებს იპარავდნენ. რკინიგზის ბილეთებით თაღლთობის სქემა გამომძიებელ ევგენია შიშკინას ჯგუფმა გახსნა თუმცა აღნიშნილ საქმზე სასამართლო პროცესის დაწყბამდე 19 დღით ადრე ის საკუთარ სახლთან, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც მოკლული შიშკინას ოჯახის ადვოკატი ალექსანდრ კარაბანოვი აცხადებს, სუმბაევი მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია. გამომძიებლის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს თავად სუმბაევის დაცვის მხარე.
შიშკინა სმკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ ორი პირი. ერთ-ერთ მათგანს გამოძიება მკვლელობის უშუალო შემსრულებლად მიიჩნევს, მეორეს კი შუამავლად დამკვეთსა და მკვლელს შორის. ორივე მათგანმა დანაშაული აღიარა.