თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ლაშა ჯოხაძე დაინიშნა
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ლაშა ჯოხაძე დაინიშნა

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ლაშა ჯოხაძე დაინიშნა. ჯოხაძემდე ამ თანამდებობას კახა ბუხრაძე იკავებდა, რომელიც პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას ითავსებდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ცალკე შტატად გამოიყო და ამ თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე დაინიშნა.

კახა ბუხრაძე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს.