„ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონი, ჭიაურელის ქუჩა № 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და მიმდებარედ განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
„დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანში, ხიზამბარელის ქუჩის № 5, ვეკუას ქუჩის № 1, № 10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე, ახმეტელის თეატრის უკან მდებარე შპს „ტიბინი ჯგუფი“-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება დღის 17:00 საათიდან.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანში, ილორის ქუჩის № 22, სარაჯიშვილის გამზირის № 11, № 13, № 15-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 17:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე. დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, ონიაშვილის ქუჩის № 23-ში მდებარე შპს „ენ გრუპი ონიაშვილზე“-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას.
გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 16:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.