თბილისის საკრებულოში გოგონების საერთაშორისო ბანაკის „ქალები მეცნიერებაში“ დახურვის ცერემონია გაიმართა
თბილისის საკრებულოში გოგონების საერთაშორისო ბანაკის „ქალები მეცნიერებაში“ დახურვის ცერემონია გაიმართა. საზაფხულო ბანაკი 15-18 წლის გოგონებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის უნარ-ჩვევების, ლიდერობის უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.
ბანაკის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამასა და სამეცნიერო პროექტში. საერთაშორისო ბანაკში მონაწილეობა მიიღეს 15-18 წლის გოგოებმა საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, აშშ-ს ათასწლეული გამოწვევის კორპორაციის ვიცე- პრეზიდენტი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები. პროექტი დაფინანსდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, აშშ-ს საელჩოს, ცნობილი კომპანიების Intel, google, microsoft და მიკრობიოლოგების ამერიკული ასოციაციის მიერ. პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ არის ორგანიზებული.