თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით გაიხსნა.
დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს მოჰყვა, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას ეხებოდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზვიად კუპრავა და საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ოთარ გრიგოლია დაუპირისპირდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზში ყოფილი პრეზიდენტის გამოსახულებით ბანერი გაშალეს, რომელსაც ეწერა: Free Misha. მათ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილოს შეწყალების მოთხოვნით მიმართეს.