„ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ პარტია დატოვა
„ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ პარტია დატოვა

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ პარტია დატოვა, – ამის შესახებ მიხეილ კაკაურიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მისთვის მიუღებელია.

მისივე თქმით, ის საკრებულოში რჩება.