თბილისის საკონცერტო დარბაზში, 22 ივნისს თენგიზ სუხიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება
თბილისის საკონცერტო დარბაზში თენგიზ სუხიშვილის დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება. ღონისძიება თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით ტარდება და საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. შესული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის პროექტირებას.
აღნიშნული ცენტრი რეგიონალური მნიშვნელობისაა, რომელიც ყველა საჭირო სერვისს მიაწვდის აუტიზმის მქონდე ადამიანებს და მისცემს მათ შესაძლებლობას, თავიანთი უნიკალური უნარების განვითარების, დამოუკიდებლად ცხოვრების, სწავლისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის.
საიუბილეო კონცერტზე ანსამბლი მაყურებლის წინაშე სრული შემადგენლობით წარდგება. შესრულდება ქართული ნაციონალური ბალეტის რეპერტუარში არსებული სხვადასხვა პერიოდში დადგმული პოპულარული საცეკვაო კომპოზიციები.
საღამო დიდ საკონცერტო დარბაზში 22 ივნისს 20 საათზე დაიწყება.