თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს.

შეკრებილები უნივერსიტეტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

ამასთან, სტუდენტების აქციას შეუერთდნენ ჯგუფ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც უნივერსიტეტთან პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივიდნენ.