ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს.
თსუ-ს ახალი რექტორი აკადემიური საბჭოს 38-მა წევრმა უნდა აირჩიოს. სამი კანდიდატია წარდგენილი – მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე, ასევე პროფესორი გიორგი ბარამიძე და პროფესორი ცირა ბარამიძე.
კანდიდატებთან გასაუბრება zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართება. კენჭისყრა კი, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, თსუ-ს პირველ კორპუსში გაიმართება, რის შემდეგაც საარჩევნო კომისია შედეგებს აკადემიურ საბჭოს გადასცემს.
არჩევნების შედეგები ძალაში 2020 წლის 24 სექტემბერს, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ შევა.