თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია გახდა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია გახდა.
ზურაბ ვადაჭკორიამ აკადემიური საბჭოს 100%-იანი მხარდაჭერა მიიღო.
რიგით 19-ე რექტორი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 13 თებერვლიდან შეუდგება.
ზურაბ ვადაჭკორია მეორე ვადით აირჩიეს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რექტორს არჩევნები დღეს გაიმართა. უმაღლესი სასწავლებლის რექტორობისთვის ორი კანდიდატი – ზურაბ ვადაჭკორია და მაია დგებუაძე იბრძოდნენ. მოგვიანებით მაია დგებუაძემ კანდიდატურა მოხსნა.